თეგებით ძიება
23. 09. 2019 სპორტი

"ერთი ტყვია ცოლისთვის დაუხლია და მერე თვითონ დაიხალა"- თელავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

თელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ.

"ერთი ტყვია ცოლისთვის დაუხლია და მერე თვითონ დაიხალა. სასწრაფომ წაიყვანა, თუმცა არავინ იცის გადარჩება თუ არა. ვიცი რომ გაცილებულები იყვნენ და ურთიერთობა არ ჰქონდათ. მამაკაცი შვილებთან თბილისსიდან ხშირად ჩამოდიოდა"- აცხადებს ადგილობრივი.

მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.









წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა