პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი გამოჩნდა
პარლამენტის გვერდით არსებულ ქუჩებზე - ჩიტაძეზე და ჭიჭინაძეზე მობილიზებული სამართალდამცველები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა.
სპეცდანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანები.
ამ წუთებში ისმის დემონსტრანტების სხვადასხვა შეძახილები.
რუსთაველის გამზირი უკვე თითქმის სამი საათია გადაკეტილია და საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საპოლიციო ძალები ასევე იმყოფებიან „თავისუფლების მოედანზე". მათ კორდონი აქვთ გაკეთებული თბილისი გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე.