თეგებით ძიება
09. 10. 2019 სპორტი

მესი: „ბარსელონადან წასვლაზე ვფიქრობდი, აქ გაჩერება აღარ შემეძლო“

„ბარსელონას“ თილისმამ ლიონელ მესიმ კარიერაში პირველად თქვა, რომ იყო დრო, როცა ბარსელონას დატოვებას აპირებდა.

არგენტინელი სუპერვარსკვლავი 12 წლის ასაკიდან კატალონიურ კლუბშია და პროფესიონალური კარიერა სრულად „ბარსაში“ აქვს გატარებული. 5 „ოქროს ბურთის“ მომგები ფეხბურთელი მუდმივად აღნიშნავს, რომ სურს კარიერა ერთ კონკრეტულ კლუბში გაატაროს, თუმცა ახლა მან ესპანური რადიოს გუნდს სულ სხვა ისტორია უამბო.

საქმე იმაშია, რომ 2017 წელს, ესპანეთის მთავრობა 32 წლის თავდამსხმელს გადასახადების დაფარვის გამო 2.95 მილიონის გადახდას ედავებოდა.

„მაშინ კლუბის დატოვებაზე ვფიქრობდი. არა იმის გამო, რომ „ბარსელონადან“ მინდოდა წასვლა, არამედ იმიტომ, რომ ესპანეთის დატოვება მსურდა.

თავს ცუდად ვგრძნობდი, რადგან ესპანეთში გაჩერება აღარ შემეძლო. ამავე დროს ოფიციალური შემოთავაზებაც არ მქონია, ვინაიდან მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ „ბარსელონას“ დატოვებას არ ვაპირებდი.

რეალურად, ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი იყო, საბედნიეროდ მაშინ ჩვენი ბავშვები პატარები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ რა მდგომარეობაში ვიყავით“,-თქვა მესიმ.

მაშინ, როცა მესის სასამართლომ 223 000 ევროს ჯარიმა დააკისრა და საქმე დახურა, ფეხბურთელმა თქვა, რომ მის ოჯახს ბევრი ისეთი რამის გადატანა მოუწია, რის შესახებაც საზოგადოებას წარმოდგენა არ ჰქონია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა