თეგებით ძიება

ამ ამბის განხილვას არ ვაპირებ, ამის გამო არც პოლიციაში ვაპირებ მისვლას - რას წერს ტორესა მოსი მწერალთა სახლში მომხდარი შემთხვევის შესახებ?

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტო­რე­სამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერს, რომ ჩი­ვილს არ აპი­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად ნახა, რა მოხ­და ად­გილ­ზე

- მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვი­სა და კე­თი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. კარ­გად ვარ, მშვი­დად და მხნედ ვგრძნობ თავს, ჩემს გულს არ ეკა­რე­ბა სი­ძულ­ვი­ლი. ამ ამ­ბის გან­ხილ­ვას არ ვა­პი­რებ, რა თქმა უნდა, ამის გამო არც პო­ლი­ცი­ა­ში ვა­პი­რებ მის­ვლას. ზუს­ტად ვიცი, რის­თვის ვიბ­რძვი, ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემი არც ერთი სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბა არაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი არც ვინ­მეს სი­ძულ­ვი­ლით და არც პი­რა­დი ან­გა­რე­ბით. მე გა­ვი­ზარ­დე ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში და ღრმად მწამს, რომ უფ­ლის სი­ტყვა და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ ადა­მი­ანს გა­უ­ძღვე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ნათ­ლი­სა­კენ.

ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­სია ამ ქვეყ­ნად არის ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ. გან­ვაგ­რძობ ჩვენს სა­ერ­თო ბრძო­ლას, რო­მე­ლიც მჯე­რა დას­რულ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით. იდე­ქით მხნედ და მტკი­ცედ და არ შე­უშ­ვათ თქვენ გულ­ში სი­ძულ­ვი­ლი. გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის ინ­ტე­რე­სი, რის გა­მოც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­რე­კავთ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე მეტს აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა ყვე­ლა­ფე­რი და აქ გან­სა­ხილ­ვე­ლი აღა­რა­ფე­რია.

თუ ვინ­მე ღე­ლავს ჩემი მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, შე­უძ­ლია იყოს მშვი­დად, რად­გან ჩემი ფი­ლო­სო­ფია გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბას სიყ­ვა­რუ­ლის­კენ და არა შუ­რის­გე­ბის­კენ. თქვენ­თან ერ­თად გან­ვაგ­რძობ პრინ­ცი­პულ და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თუნ­დაც ეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს.

"პირ­ვე­ლით­გან იყო სი­ტყუაი, და სი­ტყუაი იგი იყო ღმრთი­სა თანა, და ღმერ­თი იყო სი­ტყუაი იგი. ესე იყო პირ­ვე­ლით­გან ღმრთი­სა თანა. ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქ­მნა, რა­ო­დე­ნი-რაჲ იქ­მნა. მის თანა ცხო­რე­ბაჲ იყო და ცხო­რე­ბაჲ იგი იყო ნა­თელ კაც­თა. და ნა­თე­ლი იგი ბნელ­სა შინა ჩანს, და ბნე­ლი იგი მას ვერ ეწია." იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა (თავი 1. 1-5).- წერს ტორესა მოსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა