X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
2019 წლის შემოდგომას ცვლილებების ქარი დაუბერავს ზოდიაქოს ყველა ნიშნის ცხოვრებაში: რისთვის უნდა იყოთ მზად?
  • 2019 წლის შემოდგომას ცვლილებების ქარი დაუბერავს ზოდიაქოს ყველა ნიშნის ცხოვრებაში: რისთვის უნდა იყოთ მზად?

    შემოდგომა თავის წითელ-ყვითელ ფოთლებთან ერთად, სიახლეებს შემოაფრიალებს ჩვენს ცხოვრებაში.

    თევზები

    შემოდგომა თევზი ქალებისთვის ფასეულობათა შეცვლის თვე აღმოჩნდება. ისინი თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტს გააანალიზებენ და ამოქმედდებიან. მოახერხებენ აინაზღაურონ დრო, რომელიც აქამდე დაკარგეს.

    თევზ კაცებს შემოდგომა უსიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს - ისინი აღმოაჩენენ, რომ მწარედ ცდებოდნენ საყვარელ ადამიანში ან საკითხში, რომელშიც კარგად ერკვევიან.


    მერწყული

    მერწყული ქალი, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებზე დაიკიდებს იმას, რაც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თავს ისე იგრძნობს, თითქოს საპყრობილედან გაათავისუფლეს!

    მამაკაცი მერწყული კი თავზე კონტროლს დაკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ემოციების მართვას ახერხებდა.


    ლომი

    ქალ ლომს შემოდგომას ახალი სასიყვარულო კავშირი ელოდება ან ყოფილ პარტნიორთან შერიგება.

    კაცი ლომი კი ისე დაიტვირთება, რომ საჭმელადაც ვერ მოიცლის. ეცადეთ, საქმეები და პირადი ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსოთ, თორემ მეგობრებსაც დაკარგავთ და საყვარელ ადამიანსაც.


    მშვილდოსანი

    მშვილდოსანი ქალი იმდენად მიუახლოვდება თავის ოცნებას, რომ შესაძლოა თავბრუ დაეხვას! ფრთხილად, ფეხი არ დაგიცურდეთ, ან აჟიტირებამ ძირს არ დაგანარცხოთ. გონივრულად იმოქმედეთ, სულ ცოტაც და მიზანს ბოლომდე მიაღწევთ!

    მშვილდოსანი კაცის ცხოვრებაში უსიამოვნებებია მოსალოდნელი, შესაძლოა დაკარგოთ ქონება, მნიშვნელოვანი ნივთი ან, უარეს შემთხვევაში, ადამიანი...


    მორიელი

    მორიელ ქალს მოუწევს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კალაპოტს შეუცვლის მის ცხოვრებისეულ მდინარეს.

    მორიელი კაცს ან დააწინაურებენ, ან შესთავაზებენ უკეთეს ადგილას გადასვლას.


    კირჩხიბი

    კირჩხიბ ქალს მოუწევს გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება მოვლენები, რომელიც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება მის მომავალს - სწავლა-განათლებას, სამსახურსა და დაოჯახებას.

    კირჩხიბი მამაკაცის კარიერაში აღმავლობა, ახალი ერა იწყება!


    ვერძი

    ქალი ვერძების ცხოვრებაში, როგორც იქნა, შრომა შედეგს გამოიღებს... ისინი ტკბილ ნაყოფს დააგემოვნებენ და დატკბებიან.

    ვერძი მამაკაცის ცხოვრებაში დროებით კრიზისული პერიოდი იწყება.


    თხის რქა

    თხის რქა ქალს საშუალება მიეცემა ჰობი საქმედ აქციოს და შემოსავლის წყაროდ გაიხადოს. ის სფერო, რომელიც ძალიან აინტერესებს, სრულიად ახალ დატვირთვას შეიძენს მისთვის.

    თხის რქა კაცი ხათაბალაში გაეხვევა, სამწუხაროდ, როგორც არ უნდა მოქცეულიყო, უსიამოვნო მოვლენას თავიდან ვერ აიცილებდა.


    ქალწული

    ქალწული ქალი შემზარავ ამბავს გაიგებს, ამ ნიშნის მამაკაცის ცხოვრება კი ძალიან გართულდება.


    ტყუპი

    ქალი ტყუპი ტყუილის მხვერპლი აღმოჩნდებიან.

    ამ ნიშნის მამაკაცები კი ოჯახის საიდუმლოს შეიტყობენ, რომელიც ბევრ საკითხს თავდაყირა დააყენებს.


    კურო

    კურო ქალს ახლო მეგობარი ან პარტნიოტი უღალატებს.

    კურო მამაკაცს კი კონფლიქტური სიტუაცია შეექმნება ოჯახში ან სამსახურში.


    სასწორი

    შემოდგომას სასწორ ქალებს ძალიან ატკენენ გულს, მაგრამ დიდხანს ნუ ჩაიციკლებით მომხდარზე.

    სასწორი მამაკაცი ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს!














    წყარო:astrologi.ambebi.ge
    132 ნახვა
    Загрузка...
    10-10-2019, 04:40
    Загрузка...