"ჩავიცვათ თეთრები, გადავყაროთ ძველი ნივთები, შევიძინოთ სიმბოლოები...“ - დიდ ხუთშაბათს შესასრულებელი რიტუალი
ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დიდ ხუთშაბათს შესასრულებელ რიტუალებზე საუბრობს.
"ტრადიციები და რიტუალები ბევრმა ჩვენგანმა იცის: დიდ ხუთშაბათს უნდა ვიბანაოთ, ჩავიცვათ თეთრები, უნდა შევხვდეთ სუფთა სახლით, გადავყაროთ ძველი ნივთები, მოვიშოროთ თავიდან ყველაფერი, რაც ხელს გვიშლიდა და გვაბრკოლებდა. შეიძლება, შევიძინოთ ისეთი სიმბოლოები, რაც სახლს განაახლებს და ატმოსფეროს შეუცვლის. ამ მოქმედებების შესრულება დიდ ხუთშაბათს, დიდ ცვლილებებს იწვევს“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.