თეგებით ძიება
11. 10. 2019 სპორტი

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საჩხერის მერიამ ფულადი თანხით დააჯილდოვა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, საჩხერის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა.

საჩხერის მერიის ინფორმაციით, სპორტსმენს 5 000 ლარი გადაეცა.

ლაშა ტალახაძე დღეს საჩხერეში იმყოფებოდა, სადაც მან ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წმინდა გიორგის ბარელიეფი აიტანა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში გახდა. ოლიმპიადა კი, 2016 წელს მოიგო.












წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა