საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება
"უშუს-სანდას" საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 19-24 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს სახელით ჩინეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ ვალერი პერხტერევი ისპარეზებს. ის ქვეყანას 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმოადგენს.
საქართველოს 9 გზის ჩემპიონობის გარდა, ვალერი პერხტერევის ანგარიშზეა: 2019 წლის 24 აპრილს უშუს სანდას ევროპის ჩემპიონატზე (რუსეთი, მოსკოვი), მეორე ადგილი 2018 წლის 16 თებერვალი Moscow Wushu Stars (რუსეთი, მოსკოვი) - მეორე ადგილი, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (რუსეთი, ყაზანი) - მეხუთე ადგილი.
წყარო:pia.ge