როჯერ ფედერერი Nike-თან 7,5-მილიონიან სასპონსორო კონტრაქტს გააფორმებს
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი და 20-გზის დიდი სლემის მფლობელი როჯერ ფედერერი ამერიკულ სპორტულ კომპანია Nike-თან ახალ ერთწლიან სასპონსორო კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ამჟამინდელ კონტრაქტზე სამჯერ დიდია.
საუბარია 7,5 მილიონ დოლარიან ხელშეკრულებაზე.
როგორც ცნობილია, როჯერ ფედერერი გარდა კორტებზე მიღწეული რეკორდებისა, ასევე მაღალშემოსავლიანი ათლეტიცაა. გასულ წელს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, სპორტსმენმა 77,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამ მხრივ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელი იყო, ხოლო სპორტსმენების საერთო ჩამონათვალში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მიმდინარე წელს კი მან შესაძლოა, ამაზე მეტი შემოსავალი მიიღოს. მისმა ახალმა კონტრაქტმა იაპონურ ტანსაცმლის კომპანია Uniqlo-სთან შესაძლოა, 22 მილიონ დოლარს გადააჭარბოს. ის ასევე აპირებს კონტრაქტების განახლებას ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Mercedes-Benz და Lindt. „ფორბსის“ ინფორმაციით კი, მან უკვე გააფორმა 40-მილიონიანი კონტრაქტი კომპანიასთან Barilla.
ავტორი:კოკა კვირკველია