თეგებით ძიება

ბანანის დესერტი კარამელით და ნაღებით

ინგრედიენტები:

შოკოლადის სოუსი - 50 მლ
კარამელის სოუსი ან მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 75 გ
ათქვეფილი ნაღები - 250 მლ
ბანანი - 2
შაქრის პუდრი ნაღებისთვის - 4 ჩ.კ

მომზადების წესები:

ეს ინგლისური დესერტის - ბანოფი პაის მარტივი ვერსიაა.

დატეხეთ ნამცხვარი საშუალო ზომაზე და გაანაწილეთ ჭიქებში. დაადეთ დაჭრილი ბანანის ფენა და მოასხით კარამელი ან შესქელებული მოხარშული რძე (დულჩე დი ლეჩე)

დაადეთ ნაღების ფენა, შემდეგ კვლავ დაჭრილი ბანანი.
მოასხით კარამელი და შოკოლადი. დესერტი მზადაა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა