თეგებით ძიება

უგემრიელესი ატმის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

ატამი - 5-6 ცალი
ვანილი - 1 შეკვრა
სოდა - 1/2 ჩკ
ფქვილი - 200 გრ
შაქარი - 200 გრ
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 4 სკ
წყალი - 1 სკ

მომზადების წესები:

საშუალო ზომის ღუმელის ფორმას წავუსვათ კარაქი. ატამი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ჩავალაგოთ ფორმაში.
4 ს.კ შაქარი ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ წყალი და მოვადუღოთ სიროპი. გადმოვდგათ და გავაციოთ. შაქარი ხელახლა დაკრისტალდება.
კვერცხი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ, დავამატოთ სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი. მივიღებთ არაჟნის სისქის ცომს.
შაქრის სიროპი ხელახლა დავდგათ ცეცხლზე. როცა შაქარი ხელახლა გადნება, ფერს შეიცვლის და ოქროსფერს მიიღებს. ეს კარამელი დავასხათ ატმებს ფორმაში. შემდეგ ზემოდან დავასხათ მზა ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი.
მზა ნამცხვარი გადმოვაბრუნოთ თეფშზე ისე, რომ ქვედა ატმიანი მხარე ზემოთ მოექცეს

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა