თეგებით ძიება

გერმანული ფორთოხლის პური

ინგრედიენტები:
ქიშმიში - 150 გ
ფორთოხალი - 2
კვერცხი - 2
მარილი - 1/2 ჩ.კ
წყალი - 50 მლ
რძე - 80 მლ
დარბილებული კარაქი - 60 გ+80 გ
საფუარი - 1 პაკეტი
ვანილი
შაქარი - 50 გ + 6 ს.კ
ფქვილი - 400 გ
დარიჩინი - 1 ჩ.კ
მინანქრისთვის:
შაქრის პუდრი - 150 გ
წყალი ან ფორთოხლის წვენი - 2 ს.კ

მომზადების წესები:
ფქვილი, 50 გ შაქარი, ვანილი, საფუარი და მარილი ავურიოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი..

გავადნოთ 60 გ კარაქი, დავამატოთ რძე და წყალი. შევურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი.
დავდგათ თბილ ადგილას ერთი საათით. ფორთოხლები ცხელი წყლით გავრეცხოთ, ავახეხოთ ცედრა. დავამატოთ გარეცხილი ქიშმიშიც.

აფუებული ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან მაგიდაზე და გავაბრტყელოთ 50*50 სმ-ზე. წავუსვათ დარბილებული კარაქი.

ბასრი დანით დავჭრათ ცომი 6 თანაბარ ნაწილად.

შაქარს შევურიოთ დარიჩინი და მოვაყაროთ ცომის ლენტებს ზემოდან, ცედრასა და ქიშმიშთან ერთად.

ცომის ნაჭრები ერთმანეთს დავადოთ და კვადრატებად დავჭრათ, შემდეგ ეს კვადრატები ვერტიკალურად ჩავალაგოთ კექსის ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდს.

დავტოვოთ 15 წუთი ხელახლა ამოსაფუებლად

გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსზე და შევდგათ გამოსაცხობად 30 წუთით.
გამომცხვარი პური გავაგრილოთ ათი წუთი ფორმაშივე, შემდეგ ამოვიღოთ.

მოვამზადოთ მინანქარი: შაქრის პუდრი და წყალი ავთქვიფოთ და მოვასხათ პურს. გავაციოთ ბოლომდე და შემდეგ მივირთვათ.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა