თეგებით ძიება

წიწაკა ნიგვზით

ინგრედიენტები:
ხმელი სუნელი
ქინძი
მარილი და პილპილი
ძმარი
ნიორი - 3-4 კბილი
ნიგოზი - 200 გ
ტკბილი წიწაკა, წითელი - 4
წითელი წიწაკა, დაფქული

მომზადების წესები:
წიწაკა პირდაპირ ქურის ცეცხლზე ან ღუმელში შევწვათ ისე, რომ კანი გაუშავდეს. ცხელივე ჩავდოთ ცივ წყალში და კანი გავაცალოთ. თითოეული დავჭრათ 3-4 ნაწილად, ზომის მიხედვით. თესლი და ყუნწი გავაცალოთ.

ნიგოზი და ნიორი გავატაროთ. დავამატოთ სუნელები გემოვნებით, მარილი, პილპილი და ცოტა ძმარი. დავასხათ ცოტა გადადუღებული წყალი, ნარევი რომ ოდნავ გათხელდეს. შევურიოთ დაჭრილი ქინძი.

ეს ნარევი წავუსვათ წიწაკის ნაჭრებს და გადავახვიოთ ან გადავკეცოთ.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა