ყველაზე სწრაფი და მარტივი ლიმონის კექსი
ეს კექსი ნამდვილი გამოსავალი იქნება მაშინ, როცა მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან. მზადდება უმარტივესად.
ინგრედიენტები:
კარაქი - 200 გ
შაქარი - 150 გ
ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
შაქრის პუდრა - 150 გ
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - 250 გ
ლიმონი - 2 ცალი
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან, ვანილითა, ნარილთან და კვერცხთან ერთად.
ერთი ლიმონი გახხეთ და გამოწურეთ წვენი. დაუმატეთ წვენიცა და გახეხილი ცედრაც კარაქისა და შაქრის მასას. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და ჩააცერით ძირითად მასას. ყველაფერი კარგად აურიეთ.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი, მოასწორეთ და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ ღუმელიდან კექსი. მეორე ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ შაქრის პუდრა. კარგად ათქვიფეთ და ჯერ კიდევ თბილ-თბილ კექსს წაუსვით ზემოდან ლიმონის მინანქარი. კექსი გააცივეთ და დაჭერით.
წყარო:gemrielia.ge