თეგებით ძიება

ასეთი ტირამისუ ჯერ არ გაგისინჯავთ

გთავაზობთ კიდევ ერთ ვარიაციას თემაზე "ტირამისუ". მიუხედავად იმისა, რომ ტორტი მრავალშრიანია, მისი მომზადება მარტივია.


ინგრედიენტები
ფენებისთვის:
ფქვილი - 1 ჭიქა
შაქარი - 1/4 ჭიქა
მარილი - 2 ჩ/კ
კვერცხი - 4 ცალი
კვერცხის გული - 5 ცალი
გამდნარი კარაქი - 8 ს/კ
რძე - 2 ჭიქა
კონიაკი - 3 ს/კ
კრემისთვის:
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
მასკარპონე - 4 ჭიქა
ღვინო მარსალა - 1/2 ჭიქა, ან ყავის ლიქიორი 2-ჯერ ნაკლები
კაკაო - 1/4 ჭიქა



მომზადების წესი:

დიდ ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ შაქარი და მარილი.

საშუალო ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და კვერცხის გული. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ პრიალა, წელვადი მასა.

ცომში წვრილი ნაკადით ჩაუშვით რძე, გამდნარი (გაგრილებული) კარაქი და კონიაკი.

კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადააფარეთ ჯამს ცელოფანი და შედგით 1 საათით მაცივარში.

გაციებული ცომით გამოაცხვეთ რამდენიმე ფენა (დაახლოებით 18-20 ცალი) ბლინი ტაფაზე, ორივე მხრიდან. მომზადებული ბლინები შეახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და 2 საათით შედგით მაცივარში.

კრემის მოსამზადებლად მასკარპონე ათქვიფეთ ხელის ზამბარით შაქარის პუდრთან და მარსალასთან (რომი, ან ყავის ლიქიორი) ერთად. უნდა მიიღოთ სქელი ერთგვაროვანი მასა.

ააწყვეთ ბლინის ფენებისა და კრემისგან ტორტი. დადეთ ბლინი (თუ გაქვთ ტირამისუს ღრმა ფორმა, გამოიყენეთ ის) შესაფერის ზედაპირზე, წაუსვით კრემი, დააფინეთ ბლინის ფენა, კვლავ წაუსვით კრემი და ასე შემდეგ. დაასრულეთ კრემით. გააცივეთ ტორტი მაცივარში 2 საათის განმავლობაში.

სუფრასთან მიტანის წინ ტორტს საცრის მეშვეობით მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა