თეგებით ძიება

ფორთოხალში შემწვარი ქათამი - პიკანტური გემო

ინგრედიენტები:

ქათამი - 1 ცალი, პატარა
ფორთოხალი - 2 ცალი
თეთრი მშრალი ღვინო - 2-3 ს/კ
ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:

ქათამი გავასუფთავოთ, ფორთოხალი კანიანად სეგმენტებად დავჭრათ.

ქათამს შევაზილოთ მარილი, პილპილი და ზეთი, მუცელში ჩავუწყოთ დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები.

ქათამი გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, გარშემო დარჩენილი ფორთოხლის ნაჭრები შემოვუწყოთ, მოვასხათ ღვინო და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევწვათ.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა