ყაბაყის ოლადები
ინგრედიენტები:
ფქვილი - 1 ს.კ
ნიორი - 1 კბილი
კვერცხი - 1
გახეხილი ყველი - 50 გ
ყაბაყი - 1
მარილი და პილპილი
მომზადების წესები:
ყაბაყი გავხეხოთ, დავამატოთ დაჭრილი ნიორი, კამა, კვერცხი, ყველი და ფქვილი. შევაზავოთ მარილით და პილპილით. კარგად ავურიოთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
ძალიან გემრიელია არაჟანთან ერთად.
წყარო:gemrielia.ge