15 ქართველი მორაგბე ფრანგული კლუბის ღირსებას იცავს
ქართველების ნავსაყუდელად წოდებულ „ორიაკში“ 15 ქართველი ირიცხება. ნაწილი მოთამაშეებისა მთავარ გუნდში ასპარეზობს და პრო დე-2-ის ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო ნაწილი ორიაკის ახალგაზრდული კლუბის (ესპუარების) ღირსებას იცავს.
ორიაკის წევრები არიან გიორგი ქართველიშვილი, ჯემალ შათირიშვილი, გიორგი ჯავახია, ბექა საღინაძე, მერაბ შარიქაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი), გიორგი ცუცქირიძე, გიორგი გოგოლაძე, ნიკოლოზ ქარდავა, დავით გვიდიანი, ლუკა მაჭარაშვილი, ლუკა ნიორაძე, იოსებ გუშარაშვილი, მიხეილ ალანია, დაჩი პაპუნაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე.
აღსანიშნავია, რომ გარდა მოთამაშეებისა, ორიაკის ესპუარების შერკინების მწვრთნელიც ქართველია. ლევან დათუნაშვილი ფრანგული კლუბის ღირსეაბს 2008-2010 და 2011-2016 წლებში იცავდა. დათუნაშვილი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2004-2015 წლებში იცავდა და მის ანგარიშზე 75 მატჩში 20 ქულაა.
წყარო:newposts.ge