თეგებით ძიება

ჩახოხბილი ტაფაზე

ინგრედიენტები:
ქათამი - 1 ცალი, პატარა
ხახვი - 4-5 თავი
პომიდორი - 500 გ
ტომატპასტა - 1 ჩ/კ
ქინძი - 1 კონა
რეჰანი - 1 კონა
პიტნა - 1 კონა
ნიორი - 3 კბილი
კარაქი - 1 ს/კ
მარილი
წიწაკა

მომზადების წესები:
ქათამი ნაჭრებად დავჭრათ და კარაქში შევბრაწოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ.
პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ტომატპასტა დავუმატოთ ქათმის ხორცს, ამოვურიოთ და დავუმატოთ პამიდორიც. ტაფას სახურავი დავახუროთ და ვშუშოთ პამიდვრის მომზადებამდე. ერთად დავნაყოთ წიწაკა, მარილი, ქინძი და ნიორი, შევურიოთ ჩახოხბილს, ბოლოს კი დაჭრილი პიტნა და რეჰანი მოვაყაროთ.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა