თეგებით ძიება

ცოცხლად შენახული გახეხილი ფეიხოა

ინგრედიენტები:

ფეიხოა - 1 კგ
შაქარი ან თაფლი - 1 კგ
ნიგოზი - გემოვნებით
ლიმონი - გემოვნებით

მომზადების წესები:

მოაჭერით ფეიხოს ზედა მხარე, კარგად გარეცხეთ და გადაავლეთ ადუღებული წყალი.

შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ პირდაპირ კანიანად.

დაუმატეთ შაქარი ან თაფლი, კარგად აურიეთ.

ცოცხალ ჯემში შეგიძლიათ დაუმატეთო დაჭრილი ნიგოზი. ასევე ფეიხოსთან ერთად გაატაროთ კანიანად ლიმონი. ამ შემთხვევაში ოდნავ მოუმატეთ შაქრის (თაფლის) რაოდენობა.

გაანაწილეთ ჯემი სტერილურ ქილებში, ჰერმეტულად დააფარეთ და შეინახეთ მაცივარში.

წყარო:gemrielia.ge



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა