თეგებით ძიება

ქამა სოკო ხრაშუნა კლიარში

ინგრედიენტები
ქამა სოკო - 500 გ
კლიარისთვის:
საფანელი
კვერცხი
ფქვილი
სოუსისთვის:
არაჟანი - 200 გ
კამა - 1/2 კონა
ნიორი - 2 კბილი
მარილი
ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესები
სოკო გარეცხეთ შეამშრალეთ და გაჭერით ორ ნაწილად. დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10 წუთით, პერიოდულად ამოურიეთ.

ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი. ცალ-ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და საფანელი. ამოავლეთ სოკოს თითოეული ნაჭერი ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ საფანელში.

გაახურეთ ბლომად ზეთი ღრმა ტაფაში ან ქვაბში, დაუკელით ცეცხლს და სათითაოდ შეწვით სოკო კლიარში.

შემწვარი სოკოები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

სოუსისთვის: არაჟანს დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი, წმინდად დაჭრილი კამა და მარილი გემოვნებით.

სუფრასთან სოკო მიიტანეთ სოუსთან ერთად.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა