თეგებით ძიება

2019 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისვის

აი, წლის ბოლო თვეც დად­გა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ცვლი­ლე­ბებს გვპირ­დე­ბა იგი და მო­ვას­წრებთ თუ არა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას, გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნას, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რომ 2020 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ღი­მი­ლი­ა­ნე­ბი და ზურგ გა­მარ­თუ­ლე­ბი შევ­ხვდეთ.

21 დე­კემ­ბრამ­დე მზე მშვილ­დო­სან­ში იმ­ყო­ფე­ბა. აქ­ვეა იუ­პი­ტე­რიც. ამ დროს დე­და­მი­წა ჰარ­მო­ნი­ულ ზო­ნა­შია და ადა­მი­ა­ნიც ენერ­გი­ის, პო­ზი­ტი­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­მა­ტე­ბას იგ­რძნობს. აქ­ტი­უ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ნა­თე­ლი ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან 6 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გახ­დე­ბა.

6-18 დე­კემ­ბე­რის შუ­ა­ლედ­ში - სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბა. ეს არის შეხ­ვედ­რე­ბის (პი­რა­დი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი) სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ და­ა­რე­გუ­ლი­როთ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც, შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. და­რე­გუ­ლირ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში.

წარ­მა­ტე­ბა ელის მას, ვი­საც არ შე­ე­შინ­დე­ბა გა­რის­კვის და ვინც გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზეც ფიქ­რობს. კარ­გი პე­რი­ო­დია მე­ცე­ნა­ტე­ბის, მფარ­ვე­ლე­ბის მო­სა­ზი­დად აგ­რეთ­ვე, ფუ­ლის და­სა­ბან­დებ­ლად, პერსს­პექ­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

15 დე­კემ­ბე­რი­დან დე­და­მი­წის ბი­ოს­ფე­რო ნელ-ნელა და­სუს­ტდე­ბა და მი­ნი­მუმს 18-22 დე­კემ­ბერს მი­აღ­წევს, როცა მზე თხის რქის ზო­დი­აქ­ში გა­და­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხილ გვმარ­თებს. მო­ი­მა­ტებს ავა­რი­ე­ბის, კა­ტას­ტრო­ფე­ბის, გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას, დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

დე­კემ­ბერ­ში მაქ­სი­მა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას გა­მოვ­ლე­ნენ წყლი­სა ( კირჩხი­ბი , მო­რი­ე­ლი , თევ­ზე­ბი ) და მი­წის ( კურო , ქალ­წუ­ლი , თხის რქა ) სტი­ქი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათი მი­ზა­ნია გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი სფე­რო, პლუ­ტო­ნი ისევ პო­ზი­ტი­ურ კავ­შირ­შია მარსთან, რაც ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის, ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბის­თვი­საა კარ­გი. ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ( ვერ­ძი , ლომი , მშვილ­დო­სა­ნი ) წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ ბიზ­ნეს­ში. აგ­რეთ­ვე, მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მი­წი­სა და წყლის სტი­ქი­ე­ბი ახალ ჰო­რი­ზონ­ტებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ

ზო­გი­ერ­თი ძვე­ლი კავ­ში­რის გა­წყვე­ტას და ახ­ლის და­წყე­ბას გა­და­წყვეტს. ჰა­ე­რი­სა ( ტყუ­პი , სას­წო­რი , მერ­წყუ­ლი ) და ცე­ცხლის ნიშ­ნე­ბი (ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი) არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გა­და­წყვე­ტენ. ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი ცოტა ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან, ძა­ლებს ახალ წლის შემ­დეგ აღიდ­გე­ნენ. მა­ნამ­დე კი დო­კუ­მენ­ტე­ბი უნდა მო­ა­წეს­რი­გონ, და­წყვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლონ. დე­კემ­ბე­რი კარ­გი თვეა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­სახ­დე­ლად, ვა­ლე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ეს ეხე­ბა ყვე­ლა ნი­შანს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ყო­ვე­ლი თვის მე­სა­მე დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს.

სა­ტურ­ნი ნეპ­ტუ­ნის ას­პექ­ტის გამო ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს. გაძ­ლი­ერ­დეს სწრაფ­ვა მის­ტი­ციზ­მი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა აღ­მაფ­რე­ნა და სუ­ლი­ე­რე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გახ­დეს. პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან: კურო, კირჩხი­ბი, ქალ­წუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი თევ­ზე­ბიც კი.

2019 წლის დე­კემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი და კა­რი­ე­რა
დე­კემ­ბრის პირ­ველ კვი­რას აქ­ტი­უ­რი მერ­კუ­რის წყა­ლო­ბით, ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნე­ბი გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: ფსი­ქო­თე­რა­პი­ის სწავ­ლა და პრაქ­ტი­კა; ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში კლი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა და ბიზ­ნე­სის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ონ­ლა­ინ­სკო­ლა­ში. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მი­წის (კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა) და წყლის (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი) მე­სა­მე დე­კა­დის ნიშ­ნე­ბის­თვის. ამ­ბი­ცი­ე­ბი და ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ყვე­ლა ნი­შანს მო­უნ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ავე­ჯის გა­ნახ­ლე­ბას გა­და­წყვეტს, ზოგი - ბი­ნის/აგა­რა­კის შე­ძე­ნას. ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ა­ნი სფე­რო­ე­ბია: ბიზ­ნეს­და­გეგ­მა­რე­ბა; ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტა­ცია; ობი­ექ­ტე­ბის პრო­ექ­ტი­ე­ბა და ბირ­ჟა. ამ სფე­რო­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ მი­წის (კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა), წყლი­სა (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი) და ცე­ცხლის (ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი) სტი­ქი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

2019 წლის დე­კემ­ბრის შე­მოქ­მე­დე­ბა
მარ­სი ნე­ტუ­ნის ტრი­ნი გა­აქ­ტი­უ­რებს კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო ხში­რად ეს­ტუმ­რონ კი­ნო­თე­ატ­რებს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­უ­რო­ბა ელით რე­ჟი­სო­რებ­სა და სცე­ნა­რის­ტებს. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და მონ­ტა­ჟი შეძ­ლონ. აგ­რეთ­ვე, მო­ი­მა­ტებს მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. სუ­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მეტ დროს და­უთ­მო­ბენ ენერ­გი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­ტე­რესს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ავ­ლე­ნენ კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თხის რქა (მე­ო­რე დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლი), თევ­ზე­ბი და კუ­რო­ე­ბი.

2019 წლის დე­კემ­ბრის ჯან­მრთე­ლო­ბა და ენერ­გე­ტი­კა
ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას ზო­დი­ა­ქის ყვე­ლა ნი­შა­ნი იგ­რძნობს. ვერ შეძ­ლებთ ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბას, თავს უფრო მხნედ იგ­რძნობთ. უმე­ტე­სო­ბა ზამ­თრის სპორ­ტში (თხი­ლა­მუ­რე­ბი, სნო­უ­ბორ­დი, ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი) გა­მოს­ცდის თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ფი­ზი­კუ­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა კირჩხიბს, კუ­როს და პა­სი­ურ თევ­ზებ­საც კი მო­უნ­დე­ბათ.

2019 წლის დე­კემ­ბრის ცვლი­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში
ვერ ვი­ტყვით, რომ ზო­დი­ა­ქის ყვე­ლა ნი­შანს მშვი­დი დე­კემ­ბე­რი ელის. და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თმა წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლის გამო აგოს პა­სუ­ხი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ნა­კარ­გიც. გან­სა­კუთ­რე­ბით ის გა­მო­გეც­ლე­ბათ, რაც არა­კა­ნო­ნი­ე­რი გზით ჩა­გი­ვარ­დათ ხელ­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა იყოთ 10-30 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­სა­მე დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლი კურო, სას­წო­რი, თევ­ზე­ბი და მე­ო­რე დე­კა­დის კირჩხი­ბი. კრის­ტა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას გა­მო­ავ­ლე­ნენ ქალ­წუ­ლი და თხის რქა. უსი­ა­მოვ­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს: უფ­რო­სის საყ­ვე­დუ­რი, გაგ­დე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო დას­ჯა.

ცვლი­ლე­ბე­ბი მე­გობ­რულ და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ელით: მო­რი­ელს, მერ­წყულ­სა და ლომს . აგ­რეთ­ვე პირ­ვე­ლი დე­კა­დის კუ­როს, კირჩხიბს, ქალ­წულს, თხის რქა­სა და თევ­ზებს.

მშვილ­დოს­ნებს, კუ­რო­ებ­სა და მერ­წყუ­ლებს ხში­რად მო­გა­კი­თხა­ვენ რჩე­ვის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე. თუ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხართ, ეცა­დეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ მი­ი­ღოთ.

2019 წლის დე­კემ­ბრის სა­სიყ­ვა­რუ­ლი თემა
დე­კემ­ბერ­ში მე­ტად იგ­რძნობთ ერ­თგუ­ლე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვილს. ზო­გი­ერთ წყვილს ვნე­ბის ალი წა­ე­კი­დე­ბა. ასე­თე­ბი არი­ან: ვერ­ძი, ქალ­წუ­ლი, თხის რქა, თევ­ზე­ბი. მან­დი­ლოს­ნებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა მო­ინ­დო­მოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მა­მა­კა­ცებ­თან, მე­ტად გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. მა­მა­კა­ცებ­მა კი უნდა აუს­რუ­ლოთ სურ­ვი­ლი საყ­ვა­რელ მან­დი­ლო­სანს და ხში­რად და­ეხ­მა­როთ, თხოვ­ნის გა­რე­შეც.

1-10 დე­კემ­ბე­რი - სი­ახ­ლე­ე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ელის ზო­დი­ა­ქის თით­ქმის ყვე­ლა ნიშ­ნას, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა და გმი­რო­ბის ჩა­დე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ მი­წი­სა (კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა) და წყლის (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი) პირ­ვე­ლი დე­კა­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცებ­სა და მან­დი­ლოს­ნებს, რომ­ლებ­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბი მიღ­წე­ვა სურთ, უნდა შე­ი­ძი­ნონ მი­ნის ან ელექტრო ნივ­თი (მა­გა­ლი­თად, ჭაღი).

10-15 დე­კემ­ბე­რი - სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა და გრძნო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მო­ი­მა­ტებს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბა­მა გა­მო­ნა­ხეთ დრო და და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კუ­რო­ე­ბი, კირჩხი­ბე­ბი, თევ­ზე­ბი და მე­ო­რე დე­კა­დის მო­რი­ე­ლე­ბი.

2019 წლის დე­კემ­ბრის მი­სია
პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა კონ­კრე­ტულ ნიშ­ნებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მიგ­ვი­თი­თე­ბებს. ასე, მა­გა­ლი­თად:
მარ­სი მო­რი­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ვერ­ძებს, მო­რი­ე­ლებ­სა და თხის რქებს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა მარ­თებთ.
მერ­წყუ­ლი და კურო მე­ტად პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. პი­რად შე­მოქ­მე­დე­ბას კი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გე­ნენ, თუ სთხო­ვენ.
კუ­რომ და სას­წორ­მა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა.
ქალ­წულ­მა და ტყუპ­მა უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლონ ყვე­ლა დე­ტა­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ფი­ნან­სურ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ.
ლომს, კირჩხიბ­სა და მშვილ­დო­სანს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა, ქა­ლაქ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა ელის.

წყარო: astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა