"საუკუნის დაბნელება“ - როდის გახდება მსოფლიო ყველაზე იშვიათი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრე
2027 წლის 2 აგვისტოს 21-ე საუკუნის ყველაზე გრძელი მზის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში მოხდება და დაახლოებით 90 მილიონ ადამიანს დაფარავს. მას „საუკუნის დაბნელებას“ უწოდებენ.
თუ ამ წლის დასაწყისში მზის სრული დაბნელების პიკი ოთხი წუთი და 28 წამი იყო, "ჩრდილოეთ აფრიკის დიდი დაბნელების“ დროს ახალი მთვარე მზეს სრული ექვსი წუთისა და 23 წამის განმავლობაში დაფარავს.
მისი დანახვა შესაძლებელი იქნება შემდეგი ქალაქებიდან კადიზი ესპანეთში (2 წუთი 47 წამი), ტანჟერი (4 წუთი 48 წამი), ორანი (5 წუთი და 6 წამი), კერკენას კუნძულები (5 წუთი და 42 წამი). ), სივა (5 წუთი 29 წამი) და ლუქსორი (6 წუთი 22 წამი).