Golden Foot 2019-ის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა
მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი პრემიის Golden Foot 2019-ის მფლობელი გახდა.
მოდრიჩთან ერთად ამ პრიზისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, უიენ რუნი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯო კიელინი და ჟერარ პიკე იბრძოდნენ.
Golden Foot-ის დაჯილდოება 2003 წლიდან იმართება და მისი პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯო გახდა.
წყარო:imedinews.ge