თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა
თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ტურნირის რეგულარული ეტაპის მერვე ტურში „ბასკონიას“ ისრაელის „მაკაბისთან“ 83:113 დამარცხდა, თუმცა ამაში 28 წლის ქართველი კალათბურთელი ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.
შენგელიამ 36 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა. „ბასკონიას კაპიტანი წლევანდელ სეზონში ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელად ორჯერ დასახელდა და ახლაც ამ პრიზის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
კალათბურთელი მომდევნო შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად 21 ნოემბერს, მოსკოვის ცსკა-სთან გამართავს.
წყარო:imedinews.ge