ფარშირებული ქათმის ფილე
ინგრედიენტები
კამა
მწვანე ხახვი
ნიორი - 2 კბილი
რბილი ყველი - 200 გ
ქათმის ფილე - 4
საფანელი
პილპილი
კვერცხი - 1
მომზადების წესები
გახეხილ ყველს შუერიეთ დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, პილპილი.
ქათმის ფილეს გაუკეთეთ ღრმა ჭრილი და ამოავსეთ ყველით.
ამოავლეთ ფილე ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ტაფაზე ზეთში, ან ღუმელში 200 გრადუსზე 20-30 წუთი.
წყარო:gemrielia.ge