ჩაშუშული კარტოფილი ახალი ტყემლით
ინგრედიენტები
ახალი კარტოფილი - 800 გ
ხახვი - 2-3 თავი
ქინძი - 1 კონა
კამა - 1 კონა
მწვანე ტყემალი ან მჟავე ალუჩა - 0,5 ჭიქა
მარილი და წიწაკა
კარაქი
ტაბულა
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მწვანილი – წვრილად, ხოლო კარტოფილი – რგოლებად. ქოთნის ძირში ჩავდოთ 1 ს.კ. კარაქი, ზედ დავაწყოთ კარტოფილი, ხახვი, მწვანილი და ტყემალი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ზემოდან მეორე ფენა ამავე მეთოდით დავაწყოთ, ბოლოს დავადოთ კვლავ 1 ს.კ. კარაქი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარტოფილი არ დაიფაროს, დავახუროთ სახურავი და მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ კარგად მოიხარშება.
წყარო:gemrielia.ge