თეგებით ძიება
22. 11. 2019 სპორტი

იაპონიის გრან სლემზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22-24 ნოემბერს გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი იჭიდავებს. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ესენი არიან: -73კგ - ლაშა შავდათუაშვილი;
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი; -100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი.

წინასწარი შეხვედრები 18:00 სთ-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი - 12:00-ზე.
23 ნოემბერს ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს. ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი კი 24 ნოემბერს გამოვლენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა