ფენოვან ცომში გამომცხვარი ბანანი
ნაზი და ხრაშუნა ფენოვანი ცომი ნებისმიერი შიგთავსით გემრიელია. ამჯერად ბანანის შიგთავსით გასინჯვას გთავაზობთ. ეს გემრიელი დესერტი სხვადასხვა სანელებლებითა და თხილეულით შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ.
ინგრედიენტები:
ბანანი - 5 ცალი
ფენოვანი ცომი - 700 გრ
დარიჩინი - 0.5 ჩ/კ
შაქრის პუდრა - 1 ს/კ
შავი შოკოლადი - 100 გრ
კვერცხი - 1 ცალი
მომზადების წესი:
1. ცომი გააბრტყელეთ 4-5 მმ სისქის ოთხკუთხედებად. ის ზომით ბანანის სიგრძესა და სიგანეზე რამდენიმე სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს.
2. ცომის შუაგული დაფარეთ შოკოლადით და მოათავსეთ მასზე გაფცქვნილი ბანანი.
3. მთელ სიგრძეზე გააკეთეთ ნაჭდევები. ზემოდან ქვემოთ გადაახვიეთ და ბანანი შიგნით მოათავსეთ. კიდეები ზემოდან ამოუკეცეთ.
4. ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით ზემოდან. აცხვეთ 30 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამომცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი და დარიჩინი.
წყარო: funtime.ge