კოპა ამერიკის 2020 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა
საიუბილეო ტურნირს მომავალ ზაფხულს არგენტინა და კოლუმბია უმასპინძლებს, სადაც 12 გუნდი გამოვა. აქედან 10 სამხრეთ ამერიკულია, დანარჩენი ორი კი სპეციალურდ მიწვეული ავსტრალიის და ყატარის ნაკრებები.
A ჯგუფში მასპინძელ არგენტინასთან ერთად, ბოლივიის, ავსტრალიის, ურუგვაის, ჩილეს და პარაგვაის ნაკრები მოხვდა.
B ჯგუფში კი კოლუმბიის, ბრაზილიის, ყატარის, ვენესუელის, ეკვადორისა და პერუს ეროვნული გუნდები ითამაშებენ. თითოეული ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გავა. გახსნის მატჩში 12 ივნისს, ბუენოს-აირეში არგენტინა ჩილეს შეხვდება. ფინალს კი 12 ივლისს, კოლუმბიის ქალაქი ბარანკილია უმასპინძლებს.