თეგებით ძიება
09. 12. 2019 სპორტი

მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდის ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ამერიკელი და ყაზახი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო.

ჩემპიონთა ლიგაში მსოფლიოს რვა საუკეთესო მკლავჭიდელი მონაწილეობდა და გამარჯვებული პლეიოფის სისტემით გამოვლინდა. ტურნირზე გამარჯვებისთვის ლევან საგინაშვილი 50 ათას დოლარს მიიღებს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა