თეგებით ძიება
10. 12. 2019 სპორტი

ბარსელონას ფეხბურთელს, არტურ მელოს სქესობრივად გადამდები დაავადება, გონორეა დაუდგინდა

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას ნახევარმცველი, არტურ მელო რეალთან დაპირისპირებას ( ელ-კლასიკო) გამოტოვებს, რისი მიზეზიც არის ვენერიული დაავადება, გონორეა.

ბარსელონას ფეხბურთელი სავარაუდოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს, რადგან სექსუალურად გადამდები დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკების საშუალებით დაახლოებით 15 დღე გასტანს. აღნიშნული წამლების გამო სპორტსმენი ანტი-დოპინგ ტესტებზე შემოწმებას ვერ გაივლის.

ანდრეუ ჯინოლას თქმით, არტურ მელოს განაცხადში ვერ მოხვედრა მალიორკას წინააღმდეგ გასამართ მატჩში სწორედ ზემოხსენებული მიზეზით იყო გამოწვეული. საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი არყოფნის მიზეზი მის მიერ საზარდულის მიდამოებში მიღებული დაზიანება იყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა