40 მილიონი ბიუჯეტიდან „ოცნების“ აქციისთვის და დავალება გამგებლებს: „ელჩებს არ იწვევენ... აბა, ვის იწვევენ, უბნის მაყურებლებს?“ - მურთაზ ზოდელავა
„ხელისუფლებაში არაჯანსაღი ინსტიქტები ამოქმედდა“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა „ქართული ოცნების“ მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება 40 მილიონს ხარჯავს იმისთვის რომ რეგიონებიდან იძულების წესით ხალხი აქციაზე ჩამოიყავნოს.
„გუშინ კი გააკეთეს ბრიფინგი, რომ ელჩებს არ იწვევენ. აბა ვის იწვევენ, უბნის მაყურებლებს?
რეალობა არის ის, რომ ყველა რაიონიდან მოგვდის ინფორმაცია, თუ ვის რამდენი ადამიანის ჩამოყვანა დაავალეს, რეგიონებში ტრანსპორტი აღარ დარჩა, ყველა დაჯავშნეს, ექსკურსიები გააუქმეს, მთელი მასა ტრანსპორტის დაიქირავეს ყველგან. გუშინ თბილისიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ თბილისში დაიწყეს ტრანსპორტის მოძიება, რომ იმერეთიდან ხალხი ჩამოიყვანონ. ქვოტები აქვთ უკვე გამგებლებს, რამდენი ადამიანი უნდა ჩამოიყვანოს. ეს არის საბჭოთა კავშრის დროინელი ტრადიციის აღდგენა, უჯდებათ უზარმაზარი თანხა. ეს არის ცალსახად ხალხის ნების წინაამდეგ, ეს ხალხი გვწერს და გვიყვება ჩვენ. მათ ეშინიათ, რომ სამსახურში რომ მიბრუნდებიან ორშაბათს, სამსახურდან გათავისუფლების ბრძანება არ დახვდეთ. თითქმის 40 მილიონი ლარი უჯდებთ, სადაც ელჩები არ მიდიან და არის გაშიფრული პარადი. ეს ხომ მოაკლდა ყველა სახის სოციალურ პროქტებს“ - განაცხადა ზოდელავამ ტვ პირველზე.
წყარო:newposts.ge