თეგებით ძიება
24. 12. 2019 სპორტი

ევრო ბასკეტი 2021 - ახალი სპორტის სასახლის აშენებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება ხელისუფლებამ დროულად ვერ შეასრულა

ევრო ბასკეტი 2021 - ახალი სპორტის სასახლის აშენებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება ხელისუფლებამ დროულად ვერ შეასრულა.

FIBA-მ მიუხენში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა მიიღო მთავრობისგან ყველა პირობა, თუმცა ამის შემდეგ ქვეყანამ უარი თქვა ახალი არენის მშენებლობაზე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და სპორტის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სპორტის მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის თქმით, ახალი არენის გადაკეთება ხარჯებს ბევრად ამცირებს.

"მე თავიდანვე განვაცხადე, რომ შეთანხმებაში შედიოდა როგორც ახლის აშენება ასევე რომელიღაც სპორტის სასახლის იმ სტანდარტებში მოყვანა, რომელსაც ითხოვს საერთაშორისო ფედერაცია. ამის მთლიანად გადაკეთება მეტად ამცირებს ხარჯებს" - აღნიშნა გოგოლაძემ.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა