თეგებით ძიება
24. 12. 2019 სპორტი

მილანი და პსჟ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ - მოლაპარაკებები დაწყებულია

პსჟ მილანს პაკეტას სანაცვლოდ დრაქსლერს სთავაზობს. იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პსჟ-ს აქვს კონკრეტული ინტერესი პაკეტას მიმართ და ბრაზილიელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ფაბრიციო რომანომ ორშაბათს განაცხადა, რომ როსონერიმ პაკეტას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ხელს უშლის ტრანსფერის განხორციელებას.

პაკეტას მილანური კარიერა უკავშირდება პსჟ-ს ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, ლეონარდოს სახელს, რომელმაც ნახევარმცველი როსონერიში მიიყვანა. ახლა კი მას სურს ლუკასის პარიზში გადაბარგება.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა