თეგებით ძიება
25. 12. 2019 სპორტი

"მემგონი ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი და შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას" - დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს შეურაცხყოფელს უწოდებს.

"მემგონი ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი და შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას. არადა, თითქოს დიპლომატია, თითქოს გამოცდილებაც აქვს... და ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, როგორც ვატყობ, ცოტა ლოგიკასთან აქვს პრობლემები ქალბატონ სალომეს. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ნააზრევს არ აჟღერებს, რადგან ხშირად მინახავს, მისი განცხადებების შემდეგ, რთულ მდომარეობაში აღმოჩენილი „ოცნება“.

ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ჩვენს პრეზიდენტს ამ ქვეყანაში არ უცხოვრია იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ მართლა კოლონია ვიყავით, თორემ ეცოდინებოდა სიტყვა კოლონიის მნიშვნელობა. ის იმ ქვეყანაში ცხოვრობდა, რომელსაც კოლონიები ნამდვილად ჰქონდა, ამიტომ შეადაროს ეხლა ის მდგომარეობა და დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა.

ასე რომ, ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი....“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა