ლუი ვიტონი საფეხბურთო სამყაროში - ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი ერთ-ერთი გრანდით ინტერესდება
ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ლუი ვიტონის ჯგუფის მფლობელი ბერნარდ არნო მილანის შეძენითაა დაინტერესებული.
ევროპული გრანდი სილვიო ბერლუსკონის შემდეგ ჩინელებმა შეიძინეს. ჩინური ერა დიდხანს არ გაგრძელებულა და ელიოტთან არსებული ვალის გადაუხდელობის გამო ის ამერიკელების ხელში გადავიდა.
დღეს კი იტალიური პრესა იმაზე საუბრობს, რომ არნოს მილანის შეძენა სურს. ყველაფერი კი მაშინ დასრულდება, როდესაც როსონერი ქალაქის მერიისგან ახალი სტადიონის მშენებლობის უფლებას მოიპოვებს.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიურ გრანდს ამერიკული ელიოტი 975 მილიონ ევროდ გაყიდის.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს, ბერნარდ არნოს 110 მილიარდი დოლარის ქონება გააჩნია.
წყარო:newposts.ge