ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
NEW YORK POST-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მომენტში კობი ბრაიანთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანა ბრაიანტიც იმყოფებოდა. შეგახსენებთ , რომ კვირას დილით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ სამხრეთ კალიფორნიაში გორაკზე შეჯახების შედეგად გარდაიცვალა 41 წლის ამერიკელი ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი.
მედიის თქმით, ბორტზე იმყოფებოდა კიდევ 3 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტი თავის შვილთან ერთად ვერტმფრენით მის მიერ დაარსებულ კალათბურთის აკადემიაში მიდიოდა ვარჯიშის ჩასატარებლად.
წყარო:newposts.ge