თეგებით ძიება
28. 01. 2020 სპორტი

ფრანგული კლუბი გარდაცვლილი ბექა ბურდიაშვილის ოჯახისთვის ფულს აგროვებს

2020 წლის 26 იანვარს ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი. ტრაგიკული შემთხვევა საფრანგეთში, კერძოდ ტარნის დეპარტამენტში მოხდა, როდესაც საფრანგეთის დროით 09:30-ზე ქართველი ბურჯი ავტოკატასტროფით გარდაიცვალა. როგორც პრესაში იწერება, მორაგბემ საჭე ვერ დაიმორჩილა და მისი ავტომობილი სავლი ნაწილიდან გადავიდა.

ბექა ფრანგულ კლუბ „სპორტინგ კლუბ გრაულეტუაში“ თამაშობდა. კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი იწყებენ ფულის შეგროვებას ბექას ოჯახისთვის. თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის ისინი უნდა გადავიდნენ ამ ბმულზე. ამ დროისთვის, 95 ადამიანის მიერ შეგროვებულია 3 156 ევრო.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა