თეგებით ძიება
06. 02. 2020 სპორტი

მილიონერი ლივერპულის ფეხბურთელი დალეწილი ტელეფონით, რას პასუხობს ის ხალხს

"ლივერპულის" ვარსკვლავი სადიო მანე გაბზარულ ტელეფონს დაატარებს. მილიონერი გაკვირვებულ ხალხს შემდეგნაირად პასუხობს:

"რად მინდა 10 ფერარი? ბრილიანტით მორთული 20 საათი?
2 პერსონალური თვითმფრინავი?
მე ბევრი რამ გამოვიარე,ფეხბურთი ფეხშიშველმა ვითამაშე,მე არ მქონდა ელემენტარული განათლება,მაგრამ ახლა შემიძლია დავეხმარო საკუთარ ხალხს!!!

ვაშენებ სკოლებს,უკვე ავაშენე ერთი სტადიონი,ვყიდულობ ბევრ ტანსაცმელს ხალხისთვის.
მე უკვე მაქვს ის რითიც ვეხმარები სენეგალში ადამიანებს.
...ჰო,მართლა,იცით თუ არა,რომ 50 წლის შემდეგ საუკეთესო ფერარისგან ან თვითმფირავისგან მხოლოდ მეტალის ჯართი დარჩება?საათი ბრილიანტებით 30 წლის შემდეგ გაფუჭდება და უვარგისი გახდება?ხოლო კომფორტული სახლი თავისი აუზით ნასახლარად და ნანგრევებად იქცევა?
და ზოგადად,რაღა ნივთები,100 წლის შემდეგ არც ჩვენ ვიქნებით ამქვეყნად?!!
იესო ამბობს:ნუ,შეინახავ სიმდიდრეს იქ,სადაც მას ჩრჩილი და ჟანგი გაანადგურებს,ან ქურდს შეუძლია მისი მოპარვა.
არამედ შეინახე განძი ზეცაში,სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი არაფერს ავნებს მას,ვერც ქურდს შეეძლება მისი მოპარვა...
ფული,რომელიც მოიხმარე შენგან წავიდა.ფული,რომელიც შეინახე უვარგისია,რადგან უქმად დევს,ხოლო ფული რომელიც გაეცი და სხვას მიახმარე შენზე იწყებენ მუშაობას...
სწორედ ასე გროვდება საგანძური ზეცაში"
( სადიო მანე )


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა