თეგებით ძიება
16. 03. 2020 ბიზნესი

რა არის სერვისები.ჯი - servisebi.ge?

მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს და შემსრულებელს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

სერვისები.ჯი არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიძიოს მისთვის სასურველი სერვისი, როგორებიცაა მაგალითად: ბინის დასუფთავება, ავტომობილის შეკეთება და ა.შ. პროექტის მიზანია მაქსიმალურად გააციფრულოს დასაქმების ბაზარი. მოცემული პროექტის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ სივრცეში განათავსოს მისთვის სასურველი განცხადება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური დამკვეთებისთვის.

რატომ უნდა განვათავსო ჩემი სერვისი სერვისებზე?
სერვისები.ჯი-ზე თქვენი განცხადების/მომსახურების/სერვისი ატვირთვით თქვენ შეძლებთ თქვენი მომსახურების შესახებ შეატყობინოთ ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლებიც ყოველ დღე ეძებენ მსგავს ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით.

ჩვენს ვებ-გვერდზე განცხადების განთავსების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი სერვისის აღწერა.

ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება ტელეფონზე დარეკვის გარეშე დაგიკავშირდეთ პირდაპირ ვებ-გვერდის ჩეთის მეშევეობით, ხოლო თუ თქვენ არ იქნებით ვებ-გვერდზე აქტიური, შეტყობინებას მიიღებთ ტელეფონზე სმს შეტყობინების სახით, რაც საშუალებას მოგცემთ მალე უპასუხოთ მომხმარებელს.

რა ფასიან სერვისს მთავაზობს სერვისები.ჯი?
*სარეკლამო კამპანია
*განახლების სერვისი
*ავტომატური განახლების სერვისი
*ფერის შეძენის სერვისი

რას მოიცავს სარეკლამო კამპანია და რა ღირს?
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რეკლამა რომელსაც მიუთითებთ დღიურ მაქსიმალურ ბიუჯეტს, ანუ რა მაქსიმალურ თანხამდე შეიძლება დაიხარჯოს თქვენი ანგარიშიდან 24 საათის განმავლობაში.

სარეკლამო კამპანიისას დასპონსორებულ განცხადებაზე 1 უნიკალური კლიკის ფასი განისაზღვრება 5(ხუთი) თეთრის ოდენობით.

რას მოიცავს განახლების სერვისი და რა ღირს?
განცხადების განახლების სერვისის შეძენით თქვენ თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი განცხადების დადების თარიღი.

განცხადების განახლებით თქვენი განცხადება წამოიწევს საძიებო რეზულტატში ძველ გენცხადებებზე წინ.

განცხადების განახლების თარიღის ფასი შეადგენს 20(ოც) თეთრს.

რას მოიცავს ავტომატური განახლების სერვისი და რა ღირს?
ავტომატური განახლების სერვისი იგივეა, რაც განახლების სერვისი.

ავტომატური განახლების სერვისის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად განაახლოთ თქვენი განცხადებები რამდენიმე დღის განმავლობაში კონკრეტულ დროს.

სერვისის ფასი შეადგენს 25(ოცდახუთ) თეთრს თვითეულ დღეზე.

რას მოიცავს ფერის შეძენის სერვისი?
ფერის შეძენის სერვისის შეძენის შემთხვევაში ძიების რეზულტატში თქვენს განცხადებას ექნება განსხვავებული ფონი ჩვეულებრივი განცხადებებისგან განსხვავებით.

მოცემული სერვისის შეძენით თქვენი განცხადება გახდება მეტად ვიზუალურად მიმზიდველი სტანდარტულ განცხადებებთან შედარებით.

სერვისის ფასი შეადგენს 1(ერთ) ლარს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა