თეგებით ძიება
06. 03. 2025 ბიზნესი

2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 11.8 მლრდ-ით გაიზარდა

2024 წელს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.8 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. თავის მხრივ, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ზრდა 11.4 მლრდ ლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.

2024 წლამდე კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლები ასეთი იყო:

2019 - 25.9 მლრდ ლარი;

2020 - 32.1 მლრდ ლარი;

2021 - 48.08 მლრდ ლარი;

2022 - 52.2 მლრდ ლარი;

2023 - 64.3 მლრდ ლარი.

გარდა ამისა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს აზარტულ ბიზნესში 20 941 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3 244 ლარს შეადგენდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა