თეგებით ძიება
27. 03. 2020 ბიზნესი

კომპანია "ნუგბარი"-ს საჩუქარი ინფექციურის პერსონალს და ჯარს

ქართული ტრადიციული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია შპს „ნუგბარი“, აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში #სიკეთეგადამდებია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მედ-პერსონალს მათი უგემრიელესი ტკბილეული გადასცა. კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მაცაცო გორდეზიანი აღნიშნავს, რომ ისინი დღეს ჩვენი გმირები არიან, რის გამოც თითოეულ მოქალაქესა თუ კომპანიას მათდამი პატივისცემა და მადლიერება მართებს. შპს „ნუგბარმა“ ასევე მონაწილეობა მიიღო მერიისა და „წითელი ჯვრის“ მიერ წამოწყებულ კამპანიაში მოხუცების დასახმარებლად. კომპანიამ 1000-1000 ცალი ჩურჩხელა რესპუბლიკური და ინფქციური საავადმყოფოს პერსონალს; 3000 ცალი „წითელ ჯვარს“, ხოლო 5000 ცალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა.

კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით მოხუცები, როგორც ქვეყნისთვის ასევე მათთვისაც მთავარი საფიქრალი და საზრუნავია ხოლო ეს მცირე ნაბიჯები, დიდი ნაბიჯების დასაწყისია და ისინი COVID-19 -ით დაზარალებული ოჯახების დახმარებასა და ტკბილეულობით განებივრებასაც აპირებენ.

ცნობისათვის შპს „ნუგბარი“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ღირსეულად და წარმატებულად ოპერირებს, მათ უპირატეს მიზანს კი საუკეთესო ხარისხის, ნატურალური და გემრიელი ქართული ტრადიციული და ისტორიული ტკბილეულობის წარმოება წარმოადგენს. კომპანია მისაღები ფასების გარდა, ქართული ტრადიციული ტკბილეულობის მოყვარულებს ფართო არჩევანს სთავაზობს, რომელიც სავსეა „ჯანსაღი კალორიებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით, ამიტომ ნუგბარის პროდუქცია საუკეთესო საგზალი და ბუნებრივი ენერჯაიზერია.

ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, მათი უგემრიელესი კუნძულები დროებით დახურულია, ამიტომ ნუგბარის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ნიკორას, კარფურის, ფრესკოსა და სპარის სუპერმარკეტების ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა