თეგებით ძიება

"გახარიასთვის ეპითეტი "გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა“ - ირაკლი კობახიძე

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თვის ეპი­თე­ტი "გა­რე­წა­რიც“ კი ძა­ლი­ან რბი­ლი შე­ფა­სე­ბაა - ის გარე და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­დი­ო­და", - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ერ­თმა­ნეთს შეგ­ნე­ბუ­ლად უპი­რის­პი­რებ­და სა­ხელ­მწი­ფოს და ადა­მი­ა­ნებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ახალ­გაზ­რდებს.

"პრინ­ციპ­ში, ხე­ლის გულ­ზე დევს მისი ძი­რი­თა­დი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. კი­დევ ერთხელ შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლო რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი, რაც მან ჩა­ი­დი­ნა. ეს იყო მეს­ტი­ის სპე­ცო­პე­რა­ცია, სა­დაც მის მიერ და­გეგ­მი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გამო, რე­ა­ლუ­რად, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და­ტო­ვა სპეც­რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მე­ო­რე იყო პან­კი­სი, სა­დაც მოხ­და ზუს­ტად იგი­ვე. მე­სა­მე იყო ბა­სი­ა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია. გახ­სოვთ, რო­გორ წა­რი­მარ­თა ეს მოვ­ლე­ნე­ბი. გა­ხა­რია შეგ­ნე­ბუ­ლად უპი­რის­პი­რებ­და ერ­თმა­ნეთს სა­ხელ­მწი­ფოს და ადა­მი­ა­ნებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ახალ­გაზ­რდებს. ამას აკე­თებ­და ის სპე­ცი­ა­ლუ­რად, შეგ­ნე­ბუ­ლად, გარე და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. რაც მან 20 ივ­ნისს გა­ა­კე­თა, რო­დე­საც წყლის ჭავ­ლი და გაზი არ გა­მო­ი­ყე­ნა და მი­იყ­ვა­ნა საქ­მე იქამ­დე, სა­დამ­დეც მი­იყ­ვა­ნა, არის მისი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი. მისი და­ნა­შა­უ­ლი იყო ასე­ვე ჩორ­ჩა­ნა. თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში, ის ცდი­ლობ­და გარე და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი, და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი, ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო და ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს არის უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­ხა­რია ჩა­დი­ო­და სწო­რედ და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე მის­თვის ეპი­თე­ტი "გა­რე­წა­რიც“ კი არის ძა­ლი­ან რბი­ლი შე­ფა­სე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "გავ­რი­ლო­ვის ღა­მის“ შემ­დეგ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი გა­და­წყდა, თუმ­ცა ამას "რა­ღაც ამ­ბებ­მა“ ხელი შე­უ­შა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად "და­წი­ნა­ურ­და“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნას ორ­მა­გად სა­სარ­გებ­ლო იყო ქვეყ­ნის­თვის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“.

"გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ჩვენ არ გვქონ­და გა­ხა­რი­ას გა­და­ყე­ნე­ბის რე­სურ­სი. მე მახ­სოვს იყო რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა გა­და­წყდა მისი გა­და­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა აქ გარ­კვე­უ­ლი, ასე ვთქვათ, ამ­ბე­ბი მოხ­და, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა მის გა­და­ყე­ნე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან. ამის შემ­დეგ ის და­წი­ნა­ურ­და კი­დეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად, რაც ორ­მა­გად სა­სარ­გებ­ლო იყო პრინ­ციპ­ში ჩვე­ნი გუნ­დის­თვის და ქვეყ­ნის­თვის. პირ­ველ ის სარ­გე­ბე­ლი იყო, რომ ის მო­შორ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც მას ყვე­ლა­ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლო უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ო­რე სარ­გე­ბე­ლი რა იყო, ამა­ზე დღეს არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ეს იყო ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო. რე­ა­ლუ­რად, არ და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და ისე, რო­გორც ამას მო­ი­თხოვ­და ლო­გი­კა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი. მას შემ­დეგ რაც გა­ხა­რი­ამ უარი თქვა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­ზე, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, მან და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა. ეს იყო ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი იმ პრო­ცე­სე­ბი­სა, რაც იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "გა­რე­წა­რი“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც უწო­და. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ნა­რა­ტივს ერთი-ერ­თზე იმე­ო­რე­ბენ და უა­რეს­საც, რის გა­მოც "მკაცრ სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რე­ბენ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა