კამპანია „გავუწოდოთ მხარდაჭერის ხელი“ დაიწყო
რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანია “HR SPACE” კამპანიას სახელწოდებით - „გავუწოდოთ მხარდაჭერის ხელი“ იწყებს. აღნიშნული კამპანია ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისული პროცესების საპასუხოდ დაიგეგმა. ის სწორედ მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ვინც მიმდინარე მოვლენების გამო სამუშაო ადგილი დაკარგა ან იმყოფება რისკის ქვეშ.
კამპანიის ფარგლებში გაეშვა მონაცემთა ონლაინ ბაზა, რომელშიც საკუთარი მონაცმების დაფიქსირების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს. ასევე, მეტი ინტერაქციისა და ოპერატიული კომუნიკაციისთვის შეიქმნა მიზნობრივი FACEBOOK ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პროექტით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. ჯგუფის წევრები სისტემატურად გაეცნობიან ახალ ვაკანსიებს, დასაქმებასა და შრომით ბაზართან დაკავშირებულ უახლეს ინფორმაციას, რჩევებსა და რეკომენდაციებს.
კამპანიის ფარგლებში “HR SPACE” იღებს პასუხისმგებლობას, ყოველკვირეულად განახლებული ბაზა გააცნოს კამპანიის პარტნიო ორგანიზაციებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს, რათა მსურველთა დასაქმების პროცესი დროულად და ეფექტურად წარიმართოს.
კომპანია „HR SPACE“ ღიაა თანამშრომლობისთვის და მზადაა ორგანიზაციებისგან განიხილოს თანამშრომლობის ახალი ინიციატივები.
იმისათვის რომ მოხვდეთ კანდიდატთა ბაზაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdEogXajX7aMQIRW63zI070gWy0xH-qnlWnpf60QcmleerEZg/viewform
იმისათვის კი, რომ დარეგისტრირდეთ როგორც დამსაქმებელი და კამპანიაში ჩართული კომპანია, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdPmdvZgO0YVjPGeWjTvXucfpTuSLgKwUEvWAhZBMgNsGTaPQ/viewform
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ თანხმობას რომ, თქვენი პირადი ინფორმაცია რეზიუმეს სახით, კომპანია "HR SPACE"-ს შეუძლია გადასცეს პოტენციურ დამსაქმებელს. გარდა ამისა, მიწოდებული ინფორმაცია, დამსაქმებელთან რჩება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
კომპანია “HR SPACE” გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას! #გავუწოდოთმხარდაჭერისხელი