თეგებით ძიება

3 წყვილი, რომლებიც ასტროლოგიურად ერთმანეთისთვისაა შექმნილი

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად ფორ­მუ­ლა იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. რო­გორც წესი, პრობ­ლე­მე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში იჩენს თავს. თუმ­ცა, ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მთა­ვა­რი არ­სიც იმა­შია, რამ­დე­ნად ოს­ტა­ტუ­რად უმკლავ­დე­ბი­ან პარტნი­ო­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­საც­დელს ისე, რომ სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის უნა­რი ძვე­ლე­ბუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბო­ბენ კარ­გად, ცუ­დად, მეტ-ნაკ­ლე­ბად და იდე­ა­ლუ­რად თავ­სე­ბა­დი წყვი­ლე­ბი. დღეს მინ­და სა­უ­კე­თე­სო სა­მე­უ­ლი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ და გა­გაც­ნოთ ის სამი წყვი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა იდე­ა­ლუ­რი ან იდე­ა­ლურ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი კავ­ში­რი.

ქალ­წუ­ლი - კურო
მათ შო­რის ხა­სი­ა­თის მსგავ­სე­ბას­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­სა­ო­ცა­რი თან­ხვედ­რაა. რო­გორც კურო, ისე ქალ­წუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის, კომ­ფორ­ტი­სა და ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. მათ­თვის მარ­ტი­ვია სა­ერ­თო სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნა და ისი­ნი არა­სო­დეს იჩხუ­ბე­ბენ ტრა­დი­ცი­ულ თე­მა­ზე, სად აორ­თქლდა წა­მის სის­წრა­ფით ფული, რო­მე­ლიც ქმარ­მა ცოლს მის­ცა ხელ­ფა­სის დღეს. ეს წყვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა სო­ლი­დუ­რი და­ნა­ზო­გის გა­და­ნახ­ვას, რათა სა­მო­მავ­ლოდ ეს თან­ხა რა­ი­მე გო­ნივ­რულ წა­მო­წყე­ბას და­ა­ხარ­ჯოს. ქალ­წუ­ლი­სა და კუ­როს ოჯახ­ში ბავ­შვე­ბი და­უ­გეგ­მა­ვად არა­სო­დეს ჩნდე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, თუ ეს ორი შვი­ლის ყო­ლას გა­და­წყვეტს, პა­ტა­რას არამ­ხო­ლოდ ბავ­შვო­ბის წლე­ბი, სტუ­დენ­ტო­ბა და მზი­თე­ვიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ექ­ნე­ბა წი­ნას­წარ.

ვერ­ძი - ლომი
ამ ორის სიყ­ვა­რულ­ზე, რო­გორც წესი, ახ­ლობ­ლე­ბის წრე­ში ლე­გენ­დე­ბი და­დის. ვერ­ძი და ლომი, ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს ტემ­პე­რა­მენ­ტი­თა და ხა­სი­ა­თით. თუმ­ცა, ლომი გა­ცი­ლე­ბით უფრო გო­ნი­ე­რი, წინ­და­ხე­დუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია ვიდ­რე ვერ­ძი. ამი­ტომ იგი ხში­რად არის წყვილს შო­რის "კა­პი­ტა­ნი" და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მელ­საც ცე­ცხლო­ვა­ნი და ჯი­უ­ტი ვერ­ძი ძნე­ლად მაგ­რამ მა­ინც ემორ­ჩი­ლე­ბა. ასე­თი ცოლ-ქმა­რი მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ რო­მან­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სექ­სუ­ა­ლურ მი­ზი­დუ­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მათი კავ­ში­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ფეთ­ქე­ბა­დი, თუმ­ცა მა­ინც მყა­რი და ძლი­ე­რია. ისი­ნი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის არი­ან მა­გა­ლი­თი გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, რო­მე­ლიც ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ასა­კამ­დეც არ ქრე­ბა.

ტყუ­პი - მერ­წყუ­ლი
მათი კავ­ში­რი სა­ხი­ფა­თო ატ­რაქ­ცი­ონ­ზე მოს­რი­ა­ლე ორი ანცი მო­ზარ­დის თავ­გა­და­სა­ვალს წა­ა­გავს. არა­ვინ იცის, რო­მე­ლი ერთი და რო­დის და­კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას, თუმ­ცა ტყუ­პი-მერ­წყუ­ლის კავ­შირ­ში სწო­რედ ეს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სი­ტუ­ა­ცია და ფეხ­ქვეშ მყა­რი ნი­ა­და­გის შეგ­რძნე­ბის დე­ფი­ცი­ტი ქმნის ამა­ღელ­ვე­ბელ და სა­ინ­ტე­რე­სო კავ­შირს. ასე­თი წყვი­ლის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა არა­სო­დე­საა სტან­დარ­ტუ­ლი, მშვი­დი და უპ­რობ­ლე­მო. თუმ­ცა, მათ ყო­ველ­თვის აქვთ სა­ლა­პა­რა­კო თუ არა, სა­კა­მა­თო თემა ამი­ტომ, ასე­თი ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთ­თან არა­სო­დეს იწყენს. ასეთ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი იზ­რდე­ბი­ან. მათ ყო­ველ­თვის აქვთ დედ-მა­მის მხრი­დან სრუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ისი­ნი მშობ­ლებს რო­გორც თა­ნას­წორ მე­გობ­რებს ისე აღიქ­ვა­მენ.

წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა