18-19 მაისს პლანეტა ვენერა ურანს შეუერთდება - ამ ასტროლოგიურ მოვლენას კი ადამიანების პირადი ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია
2024 წლის 18-19 მაისს პლანეტა ვენერა ურანს შეუერთდება, რაც, ასტროლოგების თქმით, ადამიანების პირად ცხოვრებაში არაერთ მნიშვნელოვან და დიდ ცვლილებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ვენერას ურთიერთობების, სიყვარულისა და ემოციების პლანეტას უწოდებენ. გარდა ამისა, ის წარსულის კვანძსაც განაგებს. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა ვენერას შეუძლია, აღნიშნულ დღეებში წარსულში დატოვებული ურთიერთობები კვლავ გააცოცხლოს, ან კიდევ სამუდამოდ დაასრულოს.
გარდა ამისა, შესაძლოა, ჩამოთვლილ დღეებში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელზეც მომავალში აღმოაჩენთ, რომ სამყარომ რთული დღეების საპასუხოდ გამოგიგზავნათ. ეს ურთიერთობა რაღაცას აუცილებლად გასწავლით და მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგცემთ.
იმის გამო, რომ ურანს ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის პლანეტას უწოდებენ, აღნიშნულ მოვლენას შეუძლია, თქვენს პირად ცხოვრებაზე, სტერეოტიპებზე, საკუთარი თავის აღქმაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.
პლანეტა ვენერასა და ურანის შეერთებას კუროს, სასწორის, მერწყულისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებთან, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, რეალური, ყველაზე მეტი ცვლილების გამოწვევა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ ნიშნებს ეს ორი პლანეტა მართავს. მოგიწევთ, არსებულ ურთიერთობაზე სერიოზულად დაფიქრდეთ და განსაზღვროთ, რა გსურთ რეალურად.
ზოგადად, აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა თითოეულ ადამიანს პირად ურთიერთობებზე სერიოზულად დააფიქრებს და არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებებიც კი მიიღოთ.