თეგებით ძიება

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ხელსაყრელი დღე გელით ფინანსური სფეროსთვის. მოსალოდნელია შორეული მივლინება. კარგი დღეა სპონსორებთან მოლაპარაკებებისათვის. საღამოს დაისვენეთ მეორე ნახევართან ერთად რესტორანში.

კურო. დაძაბული დღე გელით, რომელიც თქვენგან საქმისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. სამსახურში გაუგებრობები ან თანამშრომლებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. არ ღირს დაუფიქრებელი მოქმედებები. გამოიჩინეთ სიფხიზლე, რადგან არაკეთილმოსურნე შეეცდება კვლავ გავნოთ. თქვენს მოხერხებულობასა და შორსმხედველობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ტყუპები. ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე გელით. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ან ძვირადღირებული შენაძენის განხორციელებას, - ეს იმედგაცრუებას მოგიტანთ. არ ღირს ახალი ნცნობობა. ასევე თავშეკავებულობა გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე მოულოდნელ ცვლილებებს მოგიტანთ. თქვენ შეგიძლიათ სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ, ან პირიქით - გარშემომყოფებზე დამოკიდებული აღმოჩნდეთ. დღის პირველ ნახევარში ძალიან მჭიდრო გრაფიკი გელით. მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება, რაზეც თქვენი მომავალი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები სახლშიც და სამსახურშიც.

ლომი. პრობლემები და სირთულეები არცერთ სფეროში არ შეგეხებათ ამ დღეს. შეუფერებელი დროა სამსახურის გამოსაცვლელად.

ქალწული. სწორედ დღეს თქვენთვის აუცილებელია უკანასკნელი ნახევარი წელიწადი გაიხსენოთ და დაფიქრდეთ რა არ გააკეთეთ სწორად. ეს საშუალებას მოგცემთ შეცდომები გამოასწოროთ. კარგი დღეა ქაღალდებთან სამუშაოდ.

სასწორი. ამ დღეს გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობებისა და მიღებული ინფორმაციების გადაფასება უნდა მოახდინოთ. მარტოხელა მანდილოსან სასწორებს ცხოვრების მეგზურთან შეხვედრა გელით. კარგი იქნება თუ გარშემომყოფ მამაკაცებს უფრო ყურადღებით გადახედავთ. სწორედ დღეს მოხდება რაღაც, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს პირად საქმეებზე. მამაკაც სასწორებს საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენს შანსი მოგეცემათ ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ დღის სიზმრები ასრულებადია. თუ ქორწილი დაგესიზმრებათ, ეს ელდისა და სტრესის მომასწავებელი იქნება.

მორიელი. თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობთ. წარმატებული და პოზიტიური დღე გელით, რომელიც დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში, როგორც იშვიათი მომენტი. ელოდეთ სიურპრიზს საყვარელი ადამიანისაგან.

მშვილდოსანი. უკიდურესად არახელსაყრელი დღე გელით. გაუთვალისწინებელი ხარჯები ან გაუგებრობები გელით ხელმძღვანელებთან ან პარტნიორებთან. აკონტროლეთ საკუთარი თავი და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინეთ. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებსა და ალკოჰოლის მიღებას. სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობის საშიშროება არსებობს.

თხის რქა. დღე ძალიან დაძაბული იქნება. სასიცოცხლო ძალები მომატებული გექნებათ, მაგრამ შინაგანი ენერგიის მოზღვავება შესაძლოა დამანგრეველი იყოს თქვენთვის. მოსალოდნელია ჩხუბი ეჭვიანობის, ან შელახული სიამაყის ფონზე. თქვენი ყურადღება დღეს ქონებას დაუთმეთ, რადგან ხანძრის ან გაქურდვის საშიშროება არსებობს.

მერწყული. თქვენი ძალისხმევა ხელმძღვნელების ყურადღების მიღმა არ დარჩება და აუცილებლად მიიღებთ ფულად ჯილდოს გაწეული შრომისათვის. კარგი დღეა უცხოელი დელეგაციის მისაღებად, ასევე სპონსორებთან და გავლენიან პირებთან მოსალაპარაკებლად.

თევზები. ნებისმიერი გეგმა და ჩანაფიქრი განხორციელებას გპირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეუმჩნევლად იმოქმედებთ და მათ შესახებ არავის უამბობთ. ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურის შეცვლა გაქვთ განზრახული და აფსოლუტურად არახელსაყრელია მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა გსურთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წარუმატებლობები პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მეტისმეტად ნუ ორიენტირდებით ინტიმურ პრობლემებზე. ბოლოს და ბოლოს, სექსი და სიყვარული სხვა და სხვა რამეებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა