"არ გირჩევთ ახალი სამსახურის მოძიებას, ბინის შეცვლას და სესხის აღებას“ - ცაგარელის გაფრთხილება
ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულ მდგომარეობაში გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურთიერთობას ადამიანებს შორის, გამარტივდება მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ურთიერთგაგება და საერთო ენის მოძიება, ახალი კავშირებისა და კონტაქტების გაბმა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხია აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ინტიმური კავშირებისგან, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას, კარგი დღეა ყელ-ყურისა და სუნთქვის სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ცხარე და მარილიანი საკვების მიღებას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე და ლურჯი, ასევე ოპალი, გიშერი, ტოპაზი, ობსიდიანი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.