25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ფინანსური თვალსაზრისით მალე სრულიად მოულოდნელი ცვლილებები გელით. შესაძლოა, ოჯახის შემოსავალი გაიზარდოს, ფინანსური ბონუსი მიიღოთ ან ახალი სამსახური იშოვოთ. დიდი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავეთ - ამ დღეს გონებაგაფანტული ხართ და შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ.
კურო
ამ დღეს გარშემო მყოფები თქვენს საქმეებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ. ეცადეთ, ამას მშვიდად შეხვდეთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თუ ვითარება მოითხოვს, დათმობა და უკან დახევაც უნდა შეძლოთ. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს, პირიქით, ეცადეთ ბოლომდე გამოავლინოთ. აჩვენეთ გარშემომყოფებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი ღირსი ხართ.
ტყუპები
ამ დღეს ბევრი პატარა, მაგრამ აუცილებელი საქმე გაქვთ, რაც განწყობას გიფუჭებთ, მაგრამ მენეჯმენტი თქვენს მონდომებას შენიშნავს და ღირსეულად დააფასებს. ამ დღეს შეიძლება რაღაც ჭორი ან ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რომელიც გაიძულებთ, ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. გუნდური მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, დამოუკიდებლად მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება.
კირჩხიბი
ეს დღე თავგადასავლებითა და მოულოდნელი მოვლენებით დაგამახსოვრდებათ. მაგალითად, შეიძლება საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ ან ახლობელმა ადამიანმა ნანატრი ნივთი გაჩუქოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის. დიდი ალბათობით, ამ დღეს დაგეგმილს წარმატებით განახორციელებთ.
ლომი
სამსახურში მომხდარმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახურ გეგმებზე ან ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს. ეცადეთ მოსალოდნელ ცვლილებებს მშვიდად შეხვდეთ - სავარაუდოდ, თქვენთვის ხელსაყრელი სიახლეები გელით. პარტნიორისგან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულება მოაწყოთ - ეს მთელი კვირის სამყოფი პოზიტივით მოგამარაგებთ
ქალწული
ამ დღეს ბევრ ადგილზე მისვლა, უამრავი შეხვედრა და ურთიერთობა გელით. ამჟამად თქვენი წარმატების საიდუმლო, თანამოაზრეებთან ერთად, გუნდური მუშაობაა. ერთგული ადამიანების რჩევებით და მხარდაჭერით ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.
სასწორი
ფინანსების მხრივ მოსალოდნელია ცვლილებები - ზოგ სასწორს სესხის აღება, ზოგს კი ვალის დაბრუნება მოუწევს. სამსახურში შეიძლება საქმე მოგემატოთ, მაგრამ სწორი დაგეგმვით ყველაფერს დროულად დაასრულებთ. დროა, შეწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან.
მორიელი
დროა, საკუთარ თავს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. ხელსაყრელი დღეა იურიდიული საქმეების მოგვარებისთვის, ამიტომ თუ ასეთი პრობლემები გაქვთ, უნდა იმოქმედოთ.
მშვილდოსანი
გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი გატაცება ფულის შოვნის საშუალებად აქციოთ. ამ დღეს ყველაფერს ზედმეტად მკაცრად და კატეგორიულად აფასებთ, რაც თქვენს გადაწყვეტილებებზე და ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. გირჩევთ მცირე უთანხმოების გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.
თხის რქა
ნუ აჩქარდებით - ეს დღე მშვიდი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ფინანსური პრობლემების მოგვარების, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობებისთვის. სამსახურში მთელი ყურადღება კარიერულ საკითხებზე და მენეჯმენტთან ურთიერთობაზე გაქვთ გადატანილი. სახლში კი, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან მცირე დებატები გელით, თუმცა, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შეთანხმება შედგება.
თევზები
სიახლემ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ შეიძლება გაგაოცოთ. გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს.
წყარო: ფანთაიმი